
ექვსი თვით გადავადებულ სესხებს პროცენტი უნდა ჩამოეწეროს - „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ახალი გეგმა წარადგინა. საუბარია სესხების გაიაფებაზე.
გიორგი ვაშაძის თქმით, პარტიას ორი კონკრეტული ინიციატივა აქვს - 6 თვით გადავადებულ სესხებზე პროცენტის ჩამოწერა და შემდეგ ეტაპზე საბანკო სესხებზე პროცენტის განახევრება. მისივე თქმით, ამისთვის ეროვნულმა ბანკმა ანტიმონოპოლიური პოლიტიკა უნდა გაატაროს და სარეზერვო განაკვეთები უნდა შემცირდეს.
ის სესხები, რაც გადავადდა ექვსი თვის მანძილზე, სამი თვე პლუს სამი თვე, პროცენტი უნდა ჩამოიწეროს და აღარ უნდა დაემატოს მომავალში. ბანკების ციფრები აჩვენებს, რომ იმხელა ულტრა მოგებები აქვთ, რომ უპრობლემოდ შეიძლება. მეორე, უნდა მოიკლოს ბანკმა, გატარდეს ანტიმონოპოლიური პოლიტიკა და განახევრდეს სესხზე პროცენტი, აბსოლუტურად ყველასთვის მიმდინარე სესხზე. ეს არის ერთადერთი გზა, რომ გადავურჩეთ ტოტალურ გაყალბებას, - განაცხადა ვაშაძემ.