როცა დაინიცირდა კანონპროექტი, შემდეგ ჩავაყენეთ თოლორაია საქმის კურსში-კობახიძე ინსპექტორის სამსახურზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კი არ აუქმებენ, არამედ ორი სამსახურით ანაცვლებენ. მისივე განცხადებით, ლონდა თოლორაია აღნიშნულის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ აცნობეს, როცა კანონპროექტი უკვე დაინიცირებული იყო.

"რაც შეეხება ინსპექტორის სამსახურს, პრაქტიკულად საყოველთაო რეკომენდაცია თავის დროზე იყოს ის, რომ ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად და გამიჯნული უნდა ყოფილიყო ერთმანეთისგან გამოძიების და პერსონალური მონაცემთა დაცვის ფუნქციები, თავის დროზე, კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო ეს ასე არ გაკეთდა, ასე არ მოხდა, ახლა არის დრო იმისთვის, რომ ეს ინსტიტუციური რეფორმა გატარდეს.

ერთი სამსახურის ჩანაცვლება ხდება ორი სამსახურით სინამდვილეში, არავითარი ფუნქციები არ აკლდება ამ სამსახურს მთლიანობაში, პირიქით, ემატება კონკრეტული ფუნქციები გამოძიების ნაწილში. როცა მოხდა დაინიცირება, შემდეგ ჩავაყენეთ ჩვენ სამსახურის ხელმძღვანელი საქმის კურსში", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კითხვაზე, რატომ არ გამიჯნა "ქართულმა ოცნებამ" უწყების ეს ორი ფუნქცია თავიდანვე, კობახიძე ამბობს, რომ ეს "გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში, მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით". მისი თქმით, გვარს არ დაასახელებს, თუმცა გუნდის უმეტესობა მაშინაც "სწორ პოზიციაზე" იყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წელს ჩამოყალიბდა. შს მინისტრი მაშინ გიორგი გახარია იყო, ის იმავე წელს დაინიშნა ქვეყნის პრემიერმინისტრად.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი