ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად დასუსტდეს - კობახიძე ენმ-ზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ შეთანხმებაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. გზა აქეთკენ შეიძლება, იყოს სხვადასხვა. მგონია, რომ მთავარი გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს პოლარიზაციის ხარისხის არსებით შემცირებამდე, არის იმ პოლიტიკური ძალის დასუსტება, რომელიც დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სამომავლოდ ეს პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად დასუსტდეს. ტენდენცია არის ძალიან კარგი, ტემპიც ძალიან კარგია. მორღვევა, მოშლა – პროცესები, რომლებიც მათ პარტიაშია, უნდა გაგრძელდეს, ეს პარტია უნდა დასრულდეს. ეს არის გზა პოლარიზაციის დაძლევისკენ. მათ შორის ეროვნული თანხმობაც იქნება ბევრად მარტივი იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ იქნება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა"

განაცხადა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი