„ქალბატონ სალომესთან დავაფიქსირეთ, რომ მზად ვართ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ყველა იმ წამოწყებაში, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას ემსახურება. მან დააზუსტა, რომ აქ არ იგულისხმება შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს არ არის მიზანი. მიზანია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც არის ძალიან რთული და ამბიციური მიზანი. რთული იქნება ის პროცესიც, რომელიც ამ მიზანთან არის დაკავშირებული. პრეზიდენტს აქვს ამასთან დაკავშირებით ხედვა და უმჯობესია, რომ მან თავად ისაუბროს ამასთან დაკავშირებით",
განაცხადა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.