"მართლა წარმატებული წელი გვქონდა... გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 5 მლნ-ზე მეტი ვაქცინა" | ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"თუ შევაფასებთ სად ვართ და შევაფასებთ როგორ განვვლეთ ეს პერიოდი, ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ჩვენ მართლა წარმატებული წელი გვქონდა. წელი დავხურეთ იმით, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გვაქვს 5 მილიონზე მეტი ვაქცინა, რომლითაც ჩვენს მოსახლეობას მივეცით არჩევანის საშუალება და მილიონი ადამიანი საკუთარი ნება-სურვილით აიცრა, უამრავი კამპანია ვაწარმოეთ ამასთან დაკავშირებით. მოვიგეთ არჩევნები, არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და კონკურენტულ გარემოში. ამის აღიარება ყველამ ერთად ვიხილეთ. მოვიგეთ ყველა მუნიციპალიტეტში, დავასრულეთ ეს პოლიტიკური, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, ყველა კითხვა მოიხსნა, მათ შორის, შესაძლო თეორიულ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით".

- ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი TV იმედის ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი