"მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალშია... მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფება" - ელისო კილაძე

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი ელისო კილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. მასთან შეხვედრაზეა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. როგორც კილაძე წერს, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

"ამ წუთის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია. მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფება.

რატომ არ შეუშვეს ექიმები, გავიგებთ. გიორგი ჩალაძე იქაა და ხაზზე ვარ მასთან !

როგორც ჩანს, ხალხის რეაქცია დატესტეს",-წერს ელისო კილაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამეხდრო ჰოსპიტალში მისი პირადი ექიმი და ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენელი არ შეუშვეს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახლა კლინიკაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფება, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი