"მასთან შევიდნენ და აცნობეს, რომ ხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა... ამბობს, რომ გონება დაკარგა..." | მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენლის, ანა ჯანიაშვილის თქმით, დღეს, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაყვანა იგეგმებოდა. ჯანიაშვილი კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა. 

როგორც მან თქვა, მიხეილ სააკაშვილთან საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ ის კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი განაცხადა.  

ომბუდსმენის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში გონება დაკარგა. როგორც ჯანიაშვილმა თქვა, სწორედ ემოციური ფონის გამო შეჩერდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი.

"მოვინახულე ბატონი მიხეილი, მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საღამოს საათებში მასთან შევიდნენ და აცნობეს, რომ ხდებოდა მისი ჰოპსიტლიდან გაყვანა, რის გამოც მან გაუწია წინააღმდეგობა, შემდგომ აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი და როცა მოვიდა გონებაზე, განაცხადა, რომ აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა. სად გადავყავრო ამაზე ინფორმაცია არ მაქვსო, მოვითხოვე, მაგრამ არ მითხრესო. ამ ემოციური ფონის შემდეგ ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი გადაყვანა შეჩერდა, სანამ არ დასტაბილურდება სიტუაცია,-თქვა ანა ჯანიაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამეხდრო ჰოსპიტალში მისი პირადი ექიმი და ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენელი არ შეუშვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი