ირაკლი კობახიძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციას "200 ნაციონალის შეკრებას" უწოდებს და თავების დათვლას აპირებს. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ აქციაზე მხოლოდ პარტიული აქტივი მივა:
შეიკრიბონ რამდენიც უნდათ. იქ იდგება 200 "ნაციონალი", ყველა სათითაოდ შეგვიძლია დავთვალოთ. ეს უფრო მარტივი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ისინი გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ 200 "ნაციონალის" - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ "სირცხვილია" 20 ივნისს აქციას გეგმავს და მათ ამ მოთხოვნით თბილისის მერიას უკვე მიმართეს.