თხილი, ბურთები, ავოკადო, ავტომატის ლულა | რა შეამოწმა ღარიბაშვილმა 2021 წელს

გამოქვეყნდა:

მეორედ გაპრემიერების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს საკმაოდ დატვირთული წელი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" გავიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთანხმებიდან, სრულად არ გაატარა რეფორმები, ამის გამო ვერ მიიღო ევროკავშირის გრანტი, სახელმწიფომ 5 ივლისს ვერ დაიცვა უმცირესობების, აქტივისტების, ჟურნალისტების და უბრალოდ მოქალაქეების უფლებები, მეტიც, წაახალისა რადიკალური, ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობა, ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან, მიიღო კრიტიკა და გაფრთხილებები, ხელისუფლებისთვის წელსაც მთავარი "ნაცების დასრულება" იყო. 

რაც უფრო ახლოვდებოდა არჩევნები, მით უფრო იზრდებოდა ზემოთ ხსენებული "მისიის შესასრულებლად" ღარიბაშვილის აქტიურობა. თვალი გადავავლოთ უშუალოდ პრემიერის ჩართულობით შემოწმებული საქმეების არასრულ ჩამონათვალს: 

დავიწყოთ ტრადიციებით და ვაზით -

10 სექტემბერი - ღარიბაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ათვალიერებს.

თუმცა პრემიერის ფავორიტი პროდუქტი ამ წელს თხილი აღმოჩნდა:

19 აგვისტო - პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი გურიაში, ერთ-ერთ საწარმოში თხილს ამოწმებენ.

26 აგვისტო - პრემიერი ამჯერად უფრო ფართო შემადგენლობასთან ერთად, სოფელ ნაკიფუში თხილს ამოწმებს. მან თხილის ბაღში ფერმერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ "თხილის ფასი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ხარისხზე, მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად კი, აუცილებელია თხილის ბაღების მოვლის წესები და მოსავლის შენახვის პირობები ზედმიწევნით იყოს დაცული".

რაც შეეხება დელიკატურ პროდუქტებს, პრემიერმა ამ შემთხვევაში ავოკადო აირჩია: 

ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტებში ვიზიტების დროს, არაერთი სკოლა დაათვალიერა: 

10 აგვისტოს ჯანდარის სკოლა - პრემიერი, ბიბლიოთეკას და ხედს ამოწმებს

ბიბლიოთეკა ღარიბაშვილმა ზემო მაჩხაანის ახალაშენებულ სკოლაშიც დაათვალიერა, რომლის პროექტის ჯამური ღირებულება 4,7 მილიონ ლარს აღემატება.

თუმცა, ღარიბაშვილს ამ სკოლაში არც საპირფარეშო გამოჰპარვია:

სოფელი შუა გორა და ისევ ბიბლიოთეკა:

პრემიერი სკოლებში ვიზიტის დროს სტადიონებსა და სპორტდარბაზებსაც ამოწმებდა, ამ მიმართულებით მისი ინტერესის მთავარი ობიექტი ძირითადად ბურთები იყო: 

ბათუმი, 17 აგვისტო - ფიზიკა-მათემატიკის სკოლა.

26 აგვისტო - ხაბუმეს თემის საჯარო სკოლა.

პრემიერმა რაგბის ბურთი ქუთაისში, "აიას" სარაგბო არენაზეც შეამოწმა. მან "ქართუსა" და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა "განსაკუთრებული როლისთვის" ქვეყნის მასშტაბით სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.

იმერეთში ვიზიტის დროს ღარიბაშვილმა თეთრას მღვიმეც დაათვალიერა:

ვიზიტისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ ნაღვენთებით ის გამორჩეულ უძველეს მღვიმეს წარმოადგენს.

თავდაცვა ისევ მოწოდების სიმაღლეზე / ან თავდაცვა ისევ N1 სფერო

შეიძლება ითქვას, რომ ღარიბაშვილის ინტერესის სფეროებში საპატიო ადგილს ისევ თავდაცვა იკავებს. მის გატაცებად ნამდვილად რჩება ჯავშანტექნიკა, იარაღები და სამხედროების ტანისამოსიც კი. 

ღარიბაშვილი მისი თავდაცვის მინისტრობის დროს შექმნილ "დელტა ტექსტილის" სამკერვალო ქარხანას 15 სექტემბერს ეწვია.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ფაბრიკის შექმნამდე ხარისხის და მიწოდების პრობლემა იყო, რაც სრულად აღმოფხვრეს.

16 სექტემბერს, ღარიბაშვილი "ოცნების" მიერ მოდერნიზებული სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების საჩვენებელ ფრენას დაესწრო. 

სუ-25-ების განახლების ინიციატივითაც, თავადაცვის მინისტრობის პერიოდში ღარიბაშვილს ეკუთვნის. მთავრობა 2021 წელს დაგვპირდა, რომ წლის ბოლომდე 6 აღდგენილი სუ-25 გვეყოლებოდა.

"დაახლოებით ერთი წლის წინ, გავაჟღერე ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი საწარმოს იდეა, ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ, ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს".

ეს განცხადება ღარიბაშვილმა 28 ოქტომბერს "დელტა სისიეის" ბაზაზე ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები შეამოწმა. 

თუ, ამ ფოტოზე კარგად ვერ ამჩნევთ, როგორ ამოწმებს ღარიბაშვილი ლულას, იხილეთ ვიდეო: 

მთავრობის ცნობით, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ავტომატის ყველა ნაწილი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ადგილზე იქნება წარმოებული.

ამის შემდეგ, ღარიბაშვილმა "დელტაში" ახალი სადაზვერვო მანქანა დაათვალიერა და მთავრობის ცნობით, მისი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, ინფორმაცია კონსტრუქტორებისგან მოისმინა.

ღარიბაშვილმა, ასევე, დაათვალიერა "დელტას" წარმოებული სამხედრო უნიფორმები, სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი.

წელს ღარიბაშვილმა სიძულვილის ენის გარდა, ყველას თავი დედოფლისწყროში ქეიფითაც დაამახსოვრა. 7 აგვისტოს, მან ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ ლაშა ბექაურთან და ვერცხლისმედალოსან, ლაშა შავდათუაშვილთან ერთად იქეიფა.

11 აგვისტოს კი, მოქალაქეებს ვაქცინები "დაამადლა" და თქვა, რომ მისი პრემიერად დანიშვნის შემდეგ, "ფაიზერის" პრეზიდენტს დაუკავშირდა, პროცესი მაქსიმალურად დააჩქარა და მილიონი დოზა "ფაიზერი" ქვეყანაში შემოვიდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი