ძლიერი ქარბუქი აშშ-ში - კალიფორნიაში 76 სმ თოვლი მოვიდა, 6 შტატში ზვავსაშიშროებაა

გამოქვეყნდა:

უამინდობა ამერიკის შეერთებულ შტატებში - ძლიერმა ქარბუქმა და ინტენსიურმა თოვამ, დასავლეთ შტატებში შეფერხებები გამოიწვია.

კალიფორნიაში 24 საათის განმავლობაში თითქმის 76 სმ თოვლი მოვიდა, რის გამოც სხვადსხვა შტატში გზები ჩაიკეტა. მათ შორის მიმოსვლა შეჩერებულია ნევადას შტატში, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე.

BBC- ის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხელისუფლებამ 6 შტატში მოსახლეობა ზვავსაშიშორების შესახებ უკვე გააფრთხილა. 

ნევადას ამინდის ადგილობრივ სააგენტოში (NWS) ამბობენ, რომ ძლიერი ქარბუქი ორშაბათამდე გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება. სინოპტიკოსებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ რეგიონში მოგზაურობა შეიძლება, სახიფათო აღმოჩნდეს რამდენიმე დღის განმავლობაში და გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

გარდა ამისა რამდენიმე რეგინში შეწყდა ელექტროენერგია - ორშაბათს გათიშვის 56 000 შემთხვევა დაფიქსირდა. მონტანაში NWS-მა გაფრთხილება გაავრცელა, რომ ცივმა ქარებმა ტემპერატურა შესაძლოა -48C-მდე დაწიოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი