პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ შედგა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა. უცნობია რატომ არ ესწრებოდნენ მას დეპუტატები.

სხდომაზე "ლელო" ახალი კანონპროექტის დარეგისტრირებას აპირებდა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და თანმდევ კანონებს ეხება ეხება. ამის შესახებ გუშინ ანა ნაცვლიშვილმა ალტერნატიული ინიციატივა წარადგინა და "ოცნებას" ბიუროს ჩანიშვნა სთხოვა.

"ფაქტია, რომ ბიურო არ შედგა. ბიურო არ შედგა, მე ვხედავ პირადად პოლიტიკურ ინტერესს გარკვეული საკითხების განხილვის დაწყებისა კომიტეტში, მაგრამ ვინაიდან ასეთი რამ მოხდა, ამას თავისი პოლიტიკური შეფასება ექნება. ეხლა მედიასთან გავალთ და გავაკეთებთ განცხადებებს. ბიურო კვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა დღეს დილას", - თქვა გია ვოლსკიმ. 

ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონის დაჩქარებული წესით განხილვას აპროტესტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი