ჭავჭავაძის გამზირი კოლაფსის მოლოდინში - დაუსრულებელი რეაბილიტაცია და ვაკის ლაბირინთები

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება ვაკეში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭავჭავაძის გამზირზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების სანახავად მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს გაურკვეველმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაპირისპირება ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის 10 წუთი გაგრძელდა. პირები, ვინც ლევან ხაბეიშივლსა და ირაკლი ნადირაძეს დაუპირისპირდნენ, ჭავჭავაძის გამზირზე მერიის თანამშრომლებთან ერთად იდგნენ, თუმცა საჯარო მოხლეებმა მათთან ნაცნობობა უარყვეს.  

ოპოზიციის წარმომადგენლები ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭავჭავაძის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასათვარიელებლად მივიდნენ. საკრებულოს დეპუტატებმა  გზაზე გაჩერებების დამონტაჟება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ჭავჭავაძის გამზირის ორივე მხარეს ავტობუსებისთვის ოთხ ზოლიანი მოძრაობა დაწესდება. 

ჭავჭავაძის გამზირზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის - კომპანია ''ჯეუ გრუპს'' 2019 წლის 4 მარტს, 7 მილიონ 800 ათას ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმდა.  დოკუმენტში წერია, რომ პროექტი 3 თვეში უნდა დასრულდეს.

ამ ხელშეკრულებიდან 7 თვეში კახა კალაძემ კიდევ ახალი დოკუმენტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც "ჯეუ გრუპს"  სამუშაოებისთვის დამატებით 782 ათასი ლარი  გადასცა. 

გაჭიანურებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ექსპერტები დედაქალაქის მთავარ გამზირზე სატრანსპორტო კოლაფსს ელოდებიან. 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებისა და ე.წ გამყოფი კუნძულების მოწყობა ''ჯეუ გრუპის'' კომპეტენციაა, დღეს კომპანიის წარმმადგენლებმა "მთავართან"  საუბარი არ ისურვეს, მოტივით, რომ პროექტი მათ არ ეკუთვნით, თუმცა  ფაქტები საპირისპიროს მიუთითებს.

"ჯეუ გრუპის" სატენდერო დოკუმენტში კარგად ჩანს, რომ შესასვლელების, პანდუსების, სანიაღვრე ქსელის, ავტოპავილიონებისა და გამყოფი კუნძულების მოწყობა სწორედ მათ ევალებათ.

კომპანიასთან ერთად, დღეს არც თბილისის მერი გამოჩენილა. ვაკის პარკთან კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელი კი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით, სამუშაოები კი ეფექტურად მიდის. მოგვიანებით კი ტაბლოების გამაგრება სატრანსპორტო სამსახურმა თოხის დახმარებით დაიწყო. 

დედაქალაქის მთავარი გამზირი პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლოა საცობების ეპიცენტრად იქცეს. უცნობია, როგორ მოხდება მოძრაობის რეგულირება მაშინ, როდესაც ორმხრივი საავტომობილო გზა ოთხმხრივი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კეთდება დამატებითი ორი ზოლი კი მსუბუქი ავტომობილებისთვის. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი