არც არაადამიანურ მოპყრობას არ აქვს იქ ადგილი, არც წამებას - სამხარაძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის აზრით, მესამე პრეზიდენტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არაა, თორემ პენიტენციური სამსახურის მიმართ დიდი საერთაშორისო წნეხი იქნებოდა.

"მე არ მგონია, რომ იქ არაადამიანურ მოპყრობას და წამებას ჰქონდეს ადგილი იმიტომ, რომ ეს რომ მართლაც ასე იყოს ნამდვილად ძალიან დიდი საერთაშორისო წნეხი იქნებოდა ამ შემთხვევაში მთელ პენიტენციურ სისტემაზე, იმიტომ, რომ ადამიანის წამება ასე მარტივი საკითხი არ არის და ასე მარტივად მისაფუჩეჩებელი საქმე არ არის, ამიტომ არც არაადამიანურ მოპყრობას არ აქვს იქ ადგილი, არც წამებას", - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ციხეში სცადეს. მესამე პრეზიდენტთან ბადრაგები შევიდნენ და მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ კლინიკიდან გაწერილი იყო, რასაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგობა მოჰყვა.

მასთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ არც პირად ექიმს და არც დედას. 

ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც, რასაც მესამე პრეზიდენტის გონების დაკარგვა მოჰყვა.

მიხეილ სააკაშვილმა მომხდარის შემდგ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც დეტალურად აღწერს ინციდენტს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი