შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა - გაბუნია გორის ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მცდელობაზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ აფასებს გუშინ, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მცდელობას და ამბობს, რომ ეს სხვა უწყებების კომპეტენციაა. 

"ამ შემთხვევაში, პაციენტი იღებს იმ სერვისს, რაც მას სჭირდება ამ ეტაპზე. სხვა დანარჩენი არის შესაბამისი უწყებების კომპეტენცია და მე ნამდვილად თავს შევიკავებ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან", - თქვა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ციხეში სცადეს. მესამე პრეზიდენტთან ბადრაგები შევიდნენ და მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ კლინიკიდან გაწერილი იყო, რასაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგობა მოჰყვა.

მასთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ არც პირად ექიმს და არც დედას. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც, რასაც მესამე პრეზიდენტის გონების დაკარგვა მოჰყვა.

მიხეილ სააკაშვილმა მომხდარის შემდგ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც დეტალურად აღწერს ინციდენტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი