წამების და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტი დადასტურებულია სახელმწიფოს მიერ - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტი დადასტურებულია პირველწყაროდან, უშუალოდ მისი მკურნალი ექიმიდან - განცხადება ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, მას შემდეგ, რაც მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი წაიკითხა და შეაჯამა: 

"ეს უკვე არის დადასტურებული პირველწყაროდან, უშუალოდ მკურნალი ექიმის მიერ, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს, წამების და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტი, არის დადასტურებული, ამას გადავცემთ სახელმწიფო ინსპექტორს, ამას გადავცემთ სახალხო დამცველს" - განაცხადა ნიკა გვარამიამ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი