გორის სამხედრო ჰოსპიტალმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლა შეზღუდა. გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. განცხადება ჰოსპიტალის ხელმძღვანელობამ გააკეთა - ვიზიტორების შესვლა იზღუდება 4-დან 6 საათამდე. ეს ეხება შაბათ-კვირასაც- განაცხადეს ჰოსპიტალის მთავარმა ექიმმა.
რა გახდა შეზღუდვების დაწესების მიზეზი, მან კითხვებს აღარ უპასუხა.
ამავე თემაზე:
გორის ჰოსპიტალში განმარტავენ, რატომ მიიღეს მიხეილ სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილება