დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოცდეს- ნიკა მელია ექიმ გოგორიშვილზე

გამოქვეყნდა:

ნიკა მელია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარ ინციდენტს, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების მცდელობის მორიგ ძალადობრივ ფაქტსა და ჰოსპიტალის ექიმების განცხადებას ეხმაურება:

"უზნეო და ამორალური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გრძელდება. ისევ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. არაადამინური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა!

დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოცდეს! არადა მისი პოზიცია მკაფიოა - სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი!

რაც უფრო უსინდისოდ მოიქცევით - მით უფრო მწვავე ფორმას მივცემთ პროტესტს!" წერს ნიკა მელია

 ამავე თემაზე:

"კგბ-ს" მეთოდებით შეაცვლევინეს ჩვენება, განცხადების დროს მის გვერდით იდგნენ სუს-ის თანამშრომლები - დეკანოიძე ექიმ გოგორიშვილზე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი