
"ღამით, 4-5 საათზე, როცა ყველა უკვე კარგად შემთვრალია, მაშინ უნდა დაბომბო" - ამის შესახებ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და დუმის დეპუტატი, ვლადიმერ ჟირინოვსკი უკრაინასა და დასავლეთზე საუბრობს.
"...ყველას დახოცვა არ არის საჭირო, სელექციურად - ვინც აუცილებლად დასასჯელია, ისინი უნდა შეაშინო" - ამბობს ჟირინოვსკი და განმარტავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი რომ თვითონ ყოფილიყო, ამ ზომებს მიიღებდა.
"2026 წელს ჩემი 80 წლის იუბილე მშვიდად აღმანიშნინეთ და მას შემდეგ, ჩემს 85 წლის დაბადების დღემდე თუ არ დაიწყებთ ომს, დიდად დამავალებთ", - თქვა მან.