
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი "ქართული ოცნების" მხრიდან, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
სამწუხაროდ, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას, გადაარჩინოს დემოკრატია?, - წერს უილიამ კორტნი twitter-ზე.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილეს.
განხილვას სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, მესამე სექტორი, ოპოზიცია და "ქართული ოცნება" დაესწრო. სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ახალი პროექტი- თოლორაიას "მადლობა" კანონპროექტის ავტორ კაცებს.
რა კითხვები აქვს ლონდა თოლორაიას კანონპროექტის ავტორებთან იხ. ბმულზე:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე
ინფორმაციან 25 დეკემბერს გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.