კომუნიკაციების მარგეულირებელი კომისიის თავმჯდომარე შეკითხვებს გაურბის. პარლამენტში მისულმა ბექაურმა დღეს არ უპასუხა "მთავარის" ჟურნალისტის კითხვას, რატომ დააჯარიმა მისმა უწყებამ "მთავარი არხი" უპრეცედენტო რაოდენობის თანხით?
სხდომის შემდეგ გიპასუხებთ. ანგარიშზე ვარ მოსული- ასეთი პასუხებით შემოიფარგლა ბექაური. მას "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვებისგან თავის არიდებაში, "ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძეც წაეხმარა.
ბექაურმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორწლიანი ანგარიში დეპუტატებს გააცნო და კომისიის საქმიანობა 25 წუთიან გამოსვლაში ჩაატია.
ბექაურს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებაზე არც ერთი სიტყვა არ უთქვამს.
ანგარიშის წარდგენას ესწრებიან მედიაექსპერტები, რომლებიც კომისიის მუშაობას უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ ბექაურის უწყება რეალურად დამოუკიდებელი მედიის მისამართით ხელისუფლების სადამსჯელო ინსტრუმენტად იქცა.