მიხეილ სააკაშვილი - წამების მსხვერპლი | მოვლენები გორის სამხედრო ჰოსპიტალში

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ხდება წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. გორის ჰოსპიტლის საკნად გადაკეთებულ პალატაში წუხელ მესამე პრეზიდენტზე ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე იძალადა. მედიკოსებმა დაადასტურეს და პენიტენციურმა უწყებამ ვერ უარყო ფაქტი, რომ ღამით სააკაშვილის რუსთავში გადაყვანა იგეგმებოდა და მხოლოდ პრეზიდენტის წინააღმდეგობამ და ჯანმრთელობის მდგომარეობის რადიკალურმა გაუარესებამ შეცვალა ქართული ოცნების გეგმები.

დღეს უკვე უფლებამოსილება შეჩერებული ექიმი ნინო გოგორიშვილი ადასტურებდა ბადრაგის 6 თანამშრომელის ძალადობას და ამ ფონზე ჰიპერტენზიულ კრიზს, რის გამოც ექიმმა ეტაპირების შეჩერების გადაწყვეტლება მიიღო.

მედიკოსის ეს გადაწყვეტილება და ფაქტები, როლებიც მან ნიკა გვარამიას დაუდასტურა ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის მორიგი განგაშის მიზეზი გახდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი