
ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობას სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წყალდიდობა ბოლო ორი დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.
ბაიას შტატში, სადაც დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიმე კაშხალი გაირღვა. შტატის ხელმძღვანელის თქმით, 16 000-ზე მეტი ადამიანი სახლის გარეშე დარჩა.