აჭარაში კორონავირუსის ახალი შტამით, "ომიკრონით" ინფიცირების 4 შემთხვევა დადასტურდა. ოთხივე ინფიცირებულს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია.
სამი მათგანი სრულად არიას ვაქცინირებული და მკურნალობას ბინაზე გადის, ერთი კი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.
ჯამში ამ დროისთვის საქართველოში "ომიკრონის" 70-მდე შემთხვევაა დადასტურებული.
რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 2 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 232 აჭარაში.