
ყოფილი სახალხო დამცველი, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი უჩა ნანუაშვილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას ეხმაურება.
უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა სანქციები უნდა დაუწესონ იმ დეპუტატებს, ვინც ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას დაუჭერს მხარს.
"ალბათ დროა, ამერიკამ და ევროკავშირმა ინდივიდუალური სანქციები დაუწესონ იმ პარლამენტარებს, ვინც ხმას მისცემს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას!", - წერს უჩა ნანუაშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. საერთაშორისო და შიდა უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, მმართველი პარტია გეგმავს, კანონპროექტი მიმდინარე კვირაში სამივე მოსმენით დაამტკიცოს.