სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ოჯახი პრეზიდენტის სასახლესთან შიმშილობას აგრძელებს

გამოქვეყნდა:

პროტესტი პრეზიდენტის სასახლესთან - სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ექვსი წლის ბავშვის ოჯახის წევრები გუშინდელი დღიდან ათონელის რეზიდენციასთან შიმშილობას აგრძელებენ.

ისინი ამბობენ, რომ პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, სანამ არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს ციხეში არ დააბრუნებენ. ისინი მაშტაბურ აქციებსაც აანონსებენ.

ჯერჯერობით, არც პრეზიდენტის, არც ადმინისტრაციისგან პასუხი არ მიგვიღია. ამბობენ, რომ პრეზიდენტი საქართველოში არ არის... ჩვენ პროტესტს გავაგრძელებთ. თუ აქედან პასუხს არ მივიღებთ, მერე მთავრობის წინ ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, - ამბობს პროტესტის მონაწილე.

გურჯაანის სასამართლომ მძიმე დანაშაულში ბრალდებული 58 წლის მამაკაცი უდანაშაულოდ სცნო.

შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხდა. 58 წლის კაცს მისივე ძმის შვილიშვილ გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი