
"ნაციონალური მოძრაობა" ოზურგეთის საკრებულოში, ფრაქცია "ქართული ოცნების" საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებების გამო მმართველი პარტიისგან ახსნა -განმარტებებს ითხოვს. დეპუტატების თქმით, თავმჯდომარის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.
მათი აზრით, ამის მთავარი მიზეზი დარბაზში პოლიციის შესვლა და ოპოზიციონერების დაპატიმრება იყო. ფრაქციის თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილმა სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის ოჯახისა და პირადი საქმეების გარჩევა დაიწყო.
"ჩვენ კოლეგას მიმართა შემდეგი სიტყვებით, რომ მან თავისი შვილი გააქცია ოჯახიდან. ეს ქალბატონი ყოველგვარ ზღვარს გასცდა და პირად, ოჯახის შეურაცხყოფაზე გადავიდა. მოვითხოვთ "ოცნების" ფრაქციის დეპუტატებისგან რეაგირებას", - თქვა ენმ-ს წევრმა.
მარიკა ჩხიკვიშვილს ჟურნალისტებთან განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებია.