ქუთაისის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კვორუმის არ არსებობის გამო, სახლში მყოფი დეპუტატი სხდომათა დარბაზს დისტანციურად დაუკავშირეს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ადამიანი, რომელიც საკრებულოში არ იმყოფებოდა, კვორუმის შევსებისთვის გამოიყენეს.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, ეს პრეცედენტი თუ დამკვიდრდა, ნიშნავს იმას, რომ “ოცნების” მაღალჩინოსნები პარლამენტსა და საკრებულოებში რეგისტრაციის გასავლელადაც არ მივლენ და "მსოფლიოს წამყვანი კურორტებიდან დისტანციურად ჩაერთვებიან".
გიგა შუშანიამ ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
14:00 საათზე ქუთაისის საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული, კვორუმის პრობლემა არსებული ინფორმაციით, სხდომაზეც დადგება.