უარი პრეზიდენტს - არასამთავრობოები ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კონკურსში მონაწილეობას არ აპირებენ

გამოქვეყნდა:

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების უარი პრეზიდენტს - მესამე სექტორი არ აპირებს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე და კომისიის წევრობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.

როგორც ედუარდ მარიკაშვილი, "დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შერჩევის წესი და კომისიის შემადგენლობა არ იძლევა არასამთავრობო სექტორის ხმების დაფიქსირების საშულებას, რის გამოც ისინი არ თვლიან საჭიროდ მონაწილეობა მიიღონ პროცესში:

"ამ კომისიაში მონაწილეობა ჩვენც შემოგვთვაზეს. ჩვენ ვთქვით, რომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და პასუხიც მივწერეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ეს ბევრი ფაქტორიდან არის განპირობებული მათ შორის წინა პროცესიდან და ჩვენ ვენდობით ჩვენ კოლეგებს, რომლებიც მუშაობდნენ საარჩევნო პროცესებზე, ვენდობით მათ გადაწყვეტილებას და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი არ იყო ის, რომელიც მათ შორის, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებით უნდა ჩატარებულიყო" ამბობს მარიკაშვილი.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურსი გუშინ, 28 დეკემბერს გამოაცხადა .

 "დემოკრატიული ინიციატივის" გარდა, არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტს უარი უკვე შეუთვალეს "საიამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "აიდიეფაიმ" 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი