8 მარტის შეთანხმების შესრულება უმნიშვნელოვანესია - ლინას ლინკევიჩუსი

გამოქვეყნდა:

ევროპელი პარტნიორები ქართულ ოცნებას ისევ რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს, რომ პირადად ესაუბრა დავით ზალკალიანს და ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია უმნიშვნელოვანესია.  

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ დასავლელი პარტნიორები მონიტორინგს იქამდე გააგრძელებენ, სანამ მმართველი გუნდი შეთანხმებას სრულყოფილად არ შესრულებს.

დასავლეთი უკვე პირდაპირ ხელებში უყურებს ქართული ოცნების ხელისუფლებას და მისხალს არ აპატიებს გადახვევას ამ შეთანხმების პუნქტების შეუსრულებლობაში, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა. 

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება დემოკრატიის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი