ვინმეს რომ რამის ეშინოდეს, გააუქმებდა 1-ლი იანვრიდან ამ სამსახურს, შიშები და პრობლემები არ გვაქვს - კობახიძე ინსპექტორზე

გამოქვეყნდა:

"თანამშრომლები რჩებიან ადგილზე, ეს ერთი, როდესაც პრემიერი ლონდა თოლორაიას სთავაზობს ანალოგიურ თანამდებობას საჯარო სამსახურში, აქედან ჩანს რა თქმა უნდა ჩვენი დამოკიდებულება მთლიანად ამ უწყების თანამშრომლების მიმართ, როგორც ხელმძღვანელის, ისე სხვა თანამშრომლების მიმართ. აქედან გამომდინარე, აშკარა სპეკულაციებია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც კონკრეტული პრობლემები. 

ვინმეს რომ რამის ეშინოდეს, გააუქმებდა პირველი იანვრიდან ამ სამსახურს, მაგრამ სინამდვილეში, რეალურად არც შიშები, არც პრობლემები ჩვენ არ გვაქვს, ნებისმიერ სამსახურს შეუძლია, გამოიძიოს ყველაფერი". 

თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი