"კოვიდით არის ინფიცირებული, რა მოხდა მერე?"..."რით ვერ ამოივსეთ კუჭები" - ქუთაისის საკრებულო ხელფასების გაზრდას აპირებს

გამოქვეყნდა:

ხმაური ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე - მიზეზი უმრავლესობის ორი დეპუტატის ონლაინ, სახლიდან ჩართვა გახდა იმისთვის, რომ სხდომაზე კვორუმი შემდგარიყო.

საკრებულოს უმრავლესობაში ამბობენ, რომ დეპუტატები კოვიდინფიცირებულები არიან, რის გამოც სხდომაში მონაწილეობის უფლებას ვერ ჩამოართმევდნენ და სწორედ ამიტომ მიიღეს ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება.

საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" ხელფასების გაზრდის საკითხის დამტკიცება სურს და ამისთვის ხმათა უმრავლესობა სჭირდება.

დღესვე საკრებულომ ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს, რისთვისაც ხმათა უმრავლესობა სჭირდება. დარბაზში მმართველი გუნდის 16 და ოპოზიციის 15 წევრია. 

2022 წლის ბიუჯეტი ქუთაისში 89 მილიონით განისაზღვრა. ფულის დიდი ნაწილი კი სწორედ საჯარო მოხელეების ხელფასებზე დაიხარჯება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი