
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ხელფასი 1 300 ლარით ეზრდება;
მის პირველ მოადგილეს 2 200 ლარით;
მოადგილეს 2 000-ით;
კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეების 1 300 ლარით;
თბილისის საკრებულოში ცოტა ხანში უნდა დაიწყოს სხდომა, სადაც ერთ ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, სწორედ ხელფასების ზრდა იქნება.
საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია ენმ მერ კალაძეს მიმართავს და მოუწოდებს უარი თქვან ამ ინიციატივაზე და ხელფასების გაზრდისთვის გათვალისწინებული ფულით იმ მოსახლეობას დაეხმარონ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
ქართულ ოცნებაში კი ანაზღაურების მატებას კანონმდებლობაში გათვალისწინებული ცვლილებებით ხსნიან.
ჯერჯერობით უცნობია გაითვალისწინებს თუ არა უმრავლესობა ოპოზიციის ამ ინიციატივას.
ავტორი: ნინო გიგაური