"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ცუდად კიდევ 2 მოშიმშილე გახდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან კიდევ 2 მოშიმშილე ცუდად გახდა. მედიკოსებმა ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პროტესტის მე-9 დღეს პროტესტის შეწყვეტა 4 ადამიანს მოუწია. ცუდად გახდა აქტივისტი ნიკა ნარსიაც, თუმცა მან საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა და შიმშილობას განაგრძობს. 

პარტიის ოფისთან 12 კარავია გაშლილი, სადაც 200-მდე ადამიანი შიმშილობს. ისინი ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი