"ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით ვარ" | ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავარაუდოდ, დამძიმდა. კლინიკაში ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა, რომელმაც  გამოსვლის შემდეგ, მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და თქვა: "არ შემიძლია, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით ვარ".

სამხედრო ჰოსპიტალი უკომენტაროდ დატოვა უკრაინის საკონსულოს წარმომადგენელემაც. პაციენტის მდგომარეობის შესახებ განმარტება არც სამხედრო ჰოსპიტალს გაუკეთებია. კვლავ უცნობია, ვინ იქნება მესამე პრეზიდენტის ახალი მკურნალი ექიმი.

ამ წუთებში კი ადგილზე ცენტრ "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფის წევრები მივიდნენ, რომლებიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ შეუშვეს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ შეუშვეს "ემპათია". ორი მოტივით. მათ უთხრეს, რომ  სამუშაო საათები დასრულდა, ასევე მოსთხოვეს პენიტენციურის ნებართვა. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ეს კანონდარღვევაა, რასაც გაასაჩივრებენ.

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ის გუშინ ჰოსპიტალში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელს ნებისმიერ დროს აქვს ჰოსპიტალში შესვლის უფლება. მიზეზიც არავის განუმარტავს. ნინო ლომჯარიას წარმომადგენლები დღესაც შეეცდება მიხეილ სააკაშვილის მონახულებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი