"მოსამართლემ, რომელმაც გვითხრა, რომ "მთავარი არხი" იყო მართალი, დღეს თქვა, რომ შეეშალა და არ ვართ მართალი" | თამთა მურადაშვილი

გამოქვეყნდა:

"იგივე მოსამართლემ, ციცინო როხვაძემ, რომელმაც 2 თვის წინ გვითხრა, რომ "მთავარი არხი" იყო მართალი, დღეს თქვა, რომ მას შეეშალა და "მთავარი არხი" არ არის მართალი და მარეგულირებელი კომისია არის მართალი" - ამის შესახებ "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი საუბრობს და არხის კიდევ ერთხელ დაჯარიმებას ეხმაურება. 

პირველმა ინსტანციამ, მოსამართლე ციცინო როხვაძემ თქვა, რომ კომისია არ იყო მართალი და "მთავარი არხი" იყო მართალი, ეს არ იყო პოლიტიკური რეკლამა და ჰქონდა მისი გაშვების უფლება. შემდგომ, როგორც ჩანს, გაეპარათ ეს გადაწყვეტილება და მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ მოეგვარებინა ეს საქმე და მეორე ინსტანციაში გაასაჩივრეს და უკვე ეტყობოდა იმ პროცესებს, რა ხაზით წავიდოდა სასამართლო. სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ საქმე იყო კარგად გამოკვლეული პირველ ინსტანციაში და დაუბრუნა პირველ ინსტანციას და ზუსტად იგივე მოსამართლემ, ციცინო როხვაძემ, რომელმაც 2 თვის წინ გვითხრა რომ "მთავარი არხი" იყო მართალი, დღეს თქვა, რომ მას შეეშალა და "მთავარი არხი" არ არის მართალი და მარეგულირებელი კომისია არის მართალი.

თავმოყვარეობის და პროფესიული ღირსების ასეთი დეფიციტი თუ იყო ამ შენობაში, მართლა არ ვიცოდი. გულწრფელად, როგორც ადამიანი, ძალიან ვწუხვარ იმ დამცირების გამო, რასაც შეიძლება მოსამართლე რომელსაც მანტია აცვია და ამხელა ძალაუფლება გააჩნია, ვინმე კახი ბექაურს რომ ასიამოვნოს, ამის გამო საკუთარ სიტყვას და საკუთარ კარგად დასაბუთებულ პირველ გადაწყვეტილებაზე ამბობს რომ შემეშალაო, არ ვიყავი მართალი და ახლა ეს არის სწორიო, - ამბობს თამთა მურადაშვილი. 

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხი" დააჯარიმა. საქმე ეხება Free misha-ს კლიპებს. 
სარჩელი სასამართლოში კომუნიკაციების კომისიამ შეიტანა. პირველი ინსტანცია "მთავარმა არხმა" მოიგო, თუმცა სააპელაციომ ის ხელახალ განხილვაში დააბრუნა

საქალაქოს გადაწყვეტილებით, ტელევიზია 1 100 ლარით დაჯარიმდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი