კობახიძეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები აქვს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძემ დეპუტატებს ახალი წინადადება შესთავაზა, რომლითაც მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, ინსპექტორის თანამშრომლები სამსახურს არ დაკარგავენ და ახლადშექმნილ 2 სამსახურში გადანაწილდებიან.

"გთავაზობთ ასეთ რამეს, რომ ავტომატურად, კანონის ძალით, საგამოძიებო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდეს საკუთარი პოზიცია და ისინი შესაბამისად წარმოდგენილი იქნებიან ახალ სამსახურში, რომელიც გამოძიების ფუნქციით იქნება დატვირთული",- თქვა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე 
ინფორმაცია 25 დეკემბერს გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

პარლამენტში კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი