
სოფელ ტახსტისძირში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. რუსი ოკუპანტები სამხედრო მანქანებით გადაადგილდებიან და ადგილობრივი მცხოვრებლების კუთვნილი სახნავ-სათესი მიწების მითვისებას აგრძელებენ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობაში "ძალა ერთობაშია" ამბობენ, რომ ადგილზე პატრულირებისას რუსი ჯარისკაცების მიერ გაკეთებული ხნულები და ბანერები აღმოაჩინეს.
მოსახლეობა ცხოვრობს ფაქტობრივი ტერორის ქვეშ, ჩვენი პოლიცია იქ არ ჩანდა და შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ოკუპანტებმა გაამზადეს ყველაფერი საგანგაშოა და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ სიტუაციის გასანეიტრალებლად, მართლა საგანგაშოა და ჩვენი მოსახლეობა თავს აბსოლუტურად დაუცველად გრძნობს, - ამბობს "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა.
სოფელ ტახტისძირში ოკუპანტები უკვე ერთი კვირაა აქტიურად მუშაობენ, თუმცა ხელისუფლება ამის შესახებ ინფორმაციას მალავდა.