
გალის რაიონში 6 ივნისს დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
ბუთხუზ კვირკვიასა და მიხეილ და მათე ლამანძიებს საოკუპაციო რეჟიმი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში სდებს ბრალს, რაც ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს და მათ გასათავისუფლებლად ყველა არსებული ბერკეტია ამოქმედებული.