"ხალხს გუშინაც უჭირდა, დღესაც უჭირს და ხვალაც იქნებიან გაჭირვებულები..." - 4 500 -დან 6 900 ლარამდე გაზრდილი ხელფასები საკრებულოში

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ხელფასებს იზრდის. უკიდურესი სოციალური კრიზისის ფონზე თბილისის საკრებულომ დღეს დეპუტატებისთვის ანაზღაურების მატების გადაწყვეტილება მიიღო და თანაც ისეთ პირობებში, რომ ოპოზიციის არცერთი ალტერნატიული შეთავაზება არ გაითვალისწინა.

მმართველი პარტიის ლიდერები დღეს საკრებულოში ამტკიცებდნენ, რომ წლებია მიზერულ ხელფასზე მუშაობენ და ახლა გაზრდილი ანაზღაურება ეკუთვნით. რიცხვებში მიზერული ანაზღაურება და ხელფასის ზრდა, საკრებულოს თავმჯდომარისთვის თვეში 7 ათას ლარს ნიშნავს. რამდენიმე ჩინოვნიკის ანაზღაურება კი თითქმის 2200 ლარით მატულობს. ოპოზიცია მმართველ პარტიას ამ სახელფასო ბიუჯეტის სოციალურად დაუცველ ბავშვებზე გადანაწილებას სთავაზობდა, მაგრამ უარი მიიღო.

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი