ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" კანონპროექტს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ინსპექტორის სამსახური უქმდება. კრამონი წერს, რომ შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში ხდება.
"ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც ხდება საქართველოში შობის დროს. მთავრობა ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული, გამართულად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს არ გამოიყურება 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისად",- წერს ვიოლა ფონ კრამონი.
82 მომხრე 13 წინააღმდეგი - პარლამენტმა სახელმწფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 25 დეკემბერს გავრცელდა.
"ოცნება" ამტკიცებს, რომ არაფერს აუქმებს და ამ უწყების ნაცვლად ქმნის ორ სამსახურის - სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს.