
ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ნაციონალურ მოძრაობას პროტესტისა და შიმშილობის აქციის გორში გადატანისკენ მოუწოდებს:
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე, საკვებს ვეღარ იღებს, უჭირს გადაადგილება და დაქვეითებული აქვს მოტორიკა.
ამოუქოლეს ფანჯრები, მკურნალი ექიმი მიიყვანეს ინსულტამდე! სიტუაცია კრიტიკულია!
გორში უნდა მოხდეს ყველა პროტესტის გაერთიანება. არ შეიძლება თბილად ვისხდეთ სახლებში და თვალი ვადევნოთ მესამე პრეზიდენტის მკვლელობას!! არ შეიძლება!
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიიღეთ გადაწყვეტილება შიმშილობის აქციის გორში გადატანაზე!
ამაზე უარესად მიშას ვეღარ მოექცევიან! ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა!, - წერს ელისო კილაძე.
ანალოგიური შინაარსის განცხადება ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც გააკეთა:
ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბრის შემდეგ შიმშილობენ.