"ქრონიკა პლუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გამოყვანამდე ქალაქსა და ავტობანზე სპეცრაზმის დიდი მობილიზება იყო. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა:
გადაყავთ მიშა! ამ წუთებში გორი გაიტენა სპეცრაზმით! ავტობანიც სავსეა. ახალ წელს რუსთავში უნდა შეხვდესო და დაიქადნეს-ინსულტით გავუშვებთო. ქართული ოცნება, მკვლელები ხართ! - წერს ელისო კილაძე.
მისივე თქმით, სად გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი უცნობია. ის წერს, რომ ამ ინფორმაციას არკვევს.
გორში ვეღარ ჩავასწრებ-უკვე გამოვიდნენ. ახლა ვეცდები გავარკვიო სად მიყავთ-გლდანში თუ რუსთავში. გავდივარ უკვე და რასაც გავიგებ, გაგაგებინებთ ! - წერს კილაძე.
იხილეთ ასევე: