
ისრაელთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენა გადავადდა. მთავრობამ გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღო.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, ისრაელში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც, 1 ივლისიდან ტურისტული მიმოსვლა აღარ აღდგება.
ისრაელში მკაცრდება რეგულაციები ქვეყნის შიგნით. აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო ყურადღებით დავაკვირდებით, ხომ არ გადაიხედება გეგმები ამ თვალსაზრისით ორმხრივად, - ამბობს თურნავა.
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ახალ რეგულაციებზე მუშაობას ასრულებს.
პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც საერთაშორისო ტურიზმის გახსნის აუცილებელი პირობაა.