
"ის დაიწყებს შიმშილობას... ვერ გაუძლებს ამას" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს.
ის რუსთავის ციხესთან თანაპარტიელებთან ერთად იმყოფება და ელოდება ინფორმაციას, როგორ გრძნობს თავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
როგორც ხერხეულიძემ "მთავარი არხის" სპეცეთერში თქვა, ის სახალხო დამცველის წარმომადგენლის მისვლას ელოდება, რომელიც რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს.
"პოზიცია არანაირი არ მაქვს - პოზიცია უცვლელია, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ მკურნალობას. ეხლა უკვე აღარ ვიცი რას საჭიროებს, მე არ ვიცი ახლა როგორაა... იმაზე ცუდად, ვიდრე ის დავტოვე გორის ჰოსპიტალში, ძნელად წარმოდსადგენია ადამიანი იყოს.
დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს ადამიანი, ვინც გამოიტანს ინფორმაციას და გვეტყვის, რომ ცოცხალია პირველ რიგში.
მიხეილ სააკაშვილს აქვს ნათქვამი, რომ ის საკუთარი ნებით არცერთ შემთხვევაში არ გადაჰყვებოდა საბადრაგო სამსახურს. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის ნაცვლად თუ გადაიყვანდნენ ციხეში, ის დაიწყებს შიმშილობას... ვერ გაუძლებს ამას.
ველოდები სახალხო დამცველის წარმოამდგენელს რომელიც შევა და უშუალოდ ნახავს ჯანმრთელობის მდგომარეობას", - ამბობს ეკა ხერხეულიძე.
იხილეთ ასევე: