
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში, სადაც ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს. თუმცა, ხელისუფლება კიდევ რას ამზადებს, უცნობია.
ციხის მიმდებარედ ამ წუთებში შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები, ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები.
იქ იმყოფება მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ნიკა გვარამიაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლის ნებართვას ამ დრომდე ელოდება.
იხილეთ ასევე: