“მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით, ბორკილებით გადმოიყვანეს… ამ პროცესების მონაწილეები არიან ზურაბ მოდებაძე და დავით ბედია” | ელისო კილაძე

გამოქვეყნდა:

"ის გამოიყვანეს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, გამოიყენეს ძალა და ბორკილები..." - ამის შესახებ ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს. ის მესამე პრეზიდენტისა და ენმ-ის, ასევე სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად რუსთავის ციხის მიმდებარედ იმყოფება. 

ამბობს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილის გორიდან გატაცების პროცესს რუსთავის ციხის დირექტორი ზურაბ მოდებაძე და პენიტენციური სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ბედია ესწრებოდნენ.

დირექტივა ჰქონდათ ასეთი, რომ მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს უნდა შეხვედროდა ციხეში და არა გორის ჰოსპიტალში. ჩვენ უკვე ვიცით, რა ხდებოდა 37 წელს, როგორ იტაცებდნენ და ხვრეტდნენ ადამიანებს... 

მე რა ინფორმაციაც მაქვს არის, რომ ის გამოიყვანეს საკუთარი ნების საწინააღმდგოდ, ძალა იყო გამოყენებული და ბორკილების საშუალებით გამოიყვანეს... განიხილავდნენ გლდანში გადაყვანასაც" - ამბობს ელისო კილაძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი