მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიეცეს დღესვე შესაძლებლობა დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტს, შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიეცეს დღესვე, უახლოეს წუთებში შესაძლებლობა დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტს, რომ შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და შეფასდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - აცხადებს დეპუტატი სალომე სამადაშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით.

„დღეს ალბათ, მთავარი არის ის, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიეცეს დღესვე, უახლოეს წუთებში შესაძლებლობა დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტს, რომ შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და შეფასდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის ის, რაც გადაუდებლად არის გასაკეთებელი. ვფიქრობ, საზოგადოება ამას ელოდება. ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაძლო დამძიმებას. ის მისი ნების საწინააღმდეგოდ და სამედიცინო დასკვნის გარეშე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებიდან საპატიმროში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გაიტაცეს და რუსთავის მე-12 ციხეში გადაიყვანეს. ამ დრომდე უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მასთან ადვოკატები იმყოფებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი