შიმშილობის მე-10 დღე - ენმ სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

შიმშილობის მე-10 დღე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან - ადგილზე შეკრებილები არ გამორიცხავენ, რომ მათი პროტესტის ფორმა გაცილებით მკვეთრი და მკაცრი გახდეს. რა ფორმით შეიცვლება პროტესტი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. 

მოშიმშილეები ელოდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა რუსთავის ციხე დატოვონ და მათთვის მეტი დეტალი გახდეს ცნობილი. 

"ფაქტია, რომ გუშინდელი მძიმე ღამის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამოუკიდებელ ექსპერტთა და მედიკოსთა ჯგუფი ამბობდა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, გუშინ ღამე გაიტაცეს მიხეილ სააკაშვილი. რაც არის მისი სიკვდილის ფაქტიურად დაანონსებული ქრონიკა და პუტინის გეგმის და ოცნების ასრულება ივანიშვილთან ერთად.

ჩვენ ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავიშალოთ ფრონტზე, კიდევ უფრო მეტად მწვავეები ვიყოთ", - თქვა ირაკლი ნადირაძემ. 

მისი თქმით, ოფისში შეხვედრა გაიმართება პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელიასთან, რის შემდეგაც განცხადება გაკეთდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი