მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადაყვანის დროს კიდევ ერთხელ დაემუქრნენ გლდანის ციხეში გადაყვანით:
"უთხრეს, რომ მიგვყავხარ რუსთავშიო, მაგრამ ცუდად თუ გახდები გზაში, გადაგიყვანთ გლდანშიო. ეს არის პირდაპირ დამუქრება წამებით. ანუ, თუ გაბედავ და ცუდად გახდები გადაგიყვანთ იქ, სადაც გაწამეთო" განაცხადა ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ სადაც მან მიხეილ სააკაშვილი გორიდან ეტაპირების შემდეგ პირველად მოინახულა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.