ტაქსებში, მანქანებსა და სანაოსნო საშუალებებში მოწევა აიკრძალა | პარლამენტმა კანონპროექტი მე-3 მოსმენით მიიღო - დეტალები

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა ბავშვების თანდასწრებით მანქანაში მოწევის აკრძალვის კანონპროექტი დაამტკიცეს. საკითხს მეორე და მესამე მოსმენით დღეს უყარეს კენჭი. 

ახალი კანონის თანახმად, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსებში და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში. თამბაქოს მოწევა აგრეთვე, აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში - ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა.

ცვლილებების შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს ისეთი სამართალდარღვევებისთვის სანქციის დაკისრებას, როგორიც არის:

  • თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია საგანმანათლებლო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში;
  • მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ავტომობილით არასრულწლოვნის გადაყვანისას;
  • თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით;

ბრენდის გაფართოება, აგრეთვე, სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსება, ასევე ამ საგნების იმგვარი დიზაინი, რომელიც ახდენს ან შესაძლოა მოახდინოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ან ასოცირება მასში განთავსებული პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლისადმი.

კანონს ასევე დაემატება ტერმინი - "ბრენდის გაფართოება". მომხსენებლის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს ახალ სახეობაზე პიქტოგრამის დატანების წესი 2025 წლის 1 იანვრამდე გადავადდება.

ცვლილებების ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი